თბილისის სახელოსნო

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მონტაჟი / Churchlis sarecxi manqanis Montaji-Sheketeba



ნებისმიერი დიასახლისისა და მარტოხელა მამაკაცის მიგნებაა ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ასეთ დამხმარესთან ერთად შეიძლება დაივიწყოთ გაურეცხავი ჭურჭლის, რეცხვაზე დახარჯული ძალებისა და დროის შესახებ. თუმცა იმისათვის, რომ დატკბეთ თანამედროვე ტექნიკის მიღწევით მნიშვნელოვანია სწორად დააყენოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის ადგილის მომზადება.

თავდაპირველად ამოიღეთ აგრეგატი ყუთიდან, დარწმუნდით, რომ მას არავითარი გარე დაზიანება, დეფექტი არ აღენიშნება. ყურადღებით შეისწავლეთ დართული ინსტრუქცია და შეერთების სქემა, არ უგულებელყოთ ასეთი ღირებული ინფორმაცია!

არ იჩქაროთ მანქანის იქ დადგმა სადაც თქვენ გსურთ - მოწყობილობა უნდა მოთავსდეს ერთ-ნახევარ მეტრში ცივი წყლის დგარისა და გადასხმის წერტილიდან. ყველანაირი ადაპტერებისა და დამაგრძელებლების გამოყენება როგორც მინიმუმ არ არის რეკომენდირებული. ასევე უნდა იყოს გამოყოფილი სპეციალური ელექტრო როზეტი, თანაც ცალკეული და რომელიც არ არის განკუთვნილი ელექტრო ქურისთვის.

დიდი მნიშვნელობა აქვს სიმყარეს. თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა აუცილებლად 4-ვე ფეხით ურყევად უნდა იყოს მიბჯენილი იატაკზე და მკაცრად ჰორიზონტალურად კორპუსი არ უნდა იყოს დახრილი 2 გრადუსზე მეტით.

სამზარეულოს გარნიტურში ჩასაშენებელი ტექნიკისთვის მოგიწევთ ავეჯის და მანქანის შორის მანძილის გათვალისწინება, კარადის გვერდებზე ან ქვეშ შესაბამისი ხვრელების გაბურღვა წყალსადენისა და კანალიზაციის მილებისთვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ელექტროკვების კაბელისთვისაც, მათი დიამეტრების გათვალისწინებით. არ დაგავიწყდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის სამზარეულოს კარადასთან მიმაგრება, ამისათვის მასზე არის სპეციალური სამაგრი.

როგორ შევაერთოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა

როგორც ითქვა ზემოთ, ჭურჭლის სარეცხი მანქანის დენით სწორი კვებისთვის საჭიროა ცალკეული როზეტი. თუმცა თუ დაყენების ადგილას ასეთი არ არის, მაშინ საჭიროა ელექტროფარიდან ცალკეული სადენის გაყვანა. კაბელი უნდა იყოს სამძარღვიანი არა ნაკლებ 2 მმ კვეთით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არის უზრუნველყოფილი ნამდვილი დამიწება. მნიშვნელოვანი! არავითარი ჩამიწება გაზის, წყლის ან თბომომარაგების მილებზე! თუ ეჭვი გეპარებათ თქვენს კომპეტენციაში - შეუკვეთეთ ელექტრიკოსის მომსახურება.

უშუალოდ ელექტროდაფაში უნდა დააყენოთ 16 ამპერის ავტომატური დამცავი ამომრთველი, რომელიც უზრუნველყოფს კვების გათიშვას გარკვეული დატვირთვის მიღწევის დროს. ავტომატი, რომელიც იცავს მოკლე ჩართვისგან, მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს მასთან მოყვანილი სადენის კვეთასა და მანქანის სიმძლავრეს.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეერთება წყალსადენთან

თქვენ გააკეთეთ შესანიშნავი არჩევანი თუ თქვენი შენაძენი აღჭურვილია აკვა-სტოპის სისტემით (დაცვა გაჟონვისგან). ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სიტუაცია ადვილად გამოსწორდება მილების მარტივი შეერთებებითა და ჩამკეტი ონკანის დაყენებით. მთავარია, რომ წყალსარინი უნდა იყოს ცალკე და მასზე უნდა იყოს დაყენებული უხეში გაწმენდის ფილტრი, რომელიც აკავებს ქვიშისა და ჟანგის მსხვილ ფრაქციებს. ჩამკეტი ონკანი ყენდება ფილტრამდე. წყლის მიწოდების შლანგის დაგრძელება არ შეიძლება კუთხვილი შეერთებით; თქვენ მოგიწევთ ახალი შემშვები შლანგის ან ახალი წყალსადენის მილის გამოყენება.

არ არის უმნიშვნელო წყალსადენის მუშა წნევის გათვალისწინება, ის უნდა იყოს 100-1000 პა ფარგლებში, თორემ მანქანის წყლით ავსება იქნება ხანგრძლივი, შემცირდება ზედა და ქვედა უღელების ბრუნვა, რაც გამოიწვევს წყლის ცუდ გაფრქვევას და შესაბამისად ჭურჭლის არადამაკმაყოფილებელ რეცხვას. სხვათა შორის, წყლის მიწოდებისთვისა და დრენაჟისთვის უმჯობესია უფრო საიმედო, ცვეთამედეგი სპილენძის ან პლასტმასის მილები, რომლებსაც შეუძლია საჭირო წნევისა და ტემპერატურის ატანა.

არ გირჩევთ მანქანის შეერთებას ცხელ წყალთან, მაშინაც კი თუ მწარმოებელს გათვალისწინებული აქვს ასეთი შესაძლებლობა. ჩვენს სახლების მილებში მომდინარე წყალი შორს არის იმ იდეალიდან, რომელსაც გულისხმობდნენ ჭურჭლის სარეცხი მანქანის უცხოელი შემქმნელები.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეერთება კანალიზაცისთან

კანალიზაციასთან ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეერთება შეიძლება სიფონის მეშვეობით დამატებითი სარინითა და გადასაშვები სარქველით. კანალიზაციიდან წყალი რომ მანქანაში არ მოხვდეს ჩამოსასხამ შლანგს ვამაგრებთ დაახლოებით ჩადენიდან 60 სმ-ით მაღლა, ხოლო U ფორმის გადაკეცვას ვუერთებთ სიფონს, რათა წყლის გადაღვრა მოხდეს თვითდინებით. ჩამოსასხამი შლანგი მაგრდება სამზარეულო კარადის გვერდით მხარეზე ან უშუალოდ შენობის კედელზე. თუ კი სტანდარტული სიგრძე (1,5 მ) არ არის საკმარისი, შეიძლება მისი მხოლოდ ორმაგად დაგრძელება, სხვა შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს მანქანის წყლის ტუმბო. ერთდროულად სარეცხი და ჭურჭლის სარეცხ მანქანების შეერთების დროს დააყენეთ სპეციალური სიფონი ორი სარინით ან ორივე გადაღვრაზე შექცეული სარქვლები.

მაშ ასე, თქვენ შეართეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა წყალთან, დენთან და მოაწყვეთ წყლის გადაღვრა, ახლა დადგა დრო ჩართოთ ახალი დამხმარე. ჩაასხით ჭურჭლის სარეცხი საშუალება და რეგენერებადი მარილი. ჩართეთ აგრეგატი ჭურჭლის გარეშე. ეს საჭიროა იმისათვის, რომ დაადგინოთ შეერთების სისწორე, არის თუ არა სადმე გაჟონვა, რამდენად სწრაფად ხდება წყლის ჩასხმა, გათბობა, გადაღვრა, ასევე საშრობი რეჟიმის შრომისუნარიანობა. თუ ქველაფერი რიგზეა, გილოცავთ თქვენ თავი გაართვით დასახულ ამოცანას!

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მონტაჟის სწორად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მცირე შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცეველი შედეგი მაგალითად წყლის გადმოსვლა ან ხანძარი. თუ თქვენ წამით მაიც ეჭვი გეპარებათ თქვენი მოქმედებების კორექტულობაში და დახმარებისთვის ეძებთ კარგ სპეციალისტს, მიმართეთ სერვისს. აქ ნამდვილად არიან სანტექნიკოსები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ წუთს შეამოწმონ თქვენი ტექნიკის შეერთება და სამუშაოსთვის მზადყოფნა, გამოასწორონ ხარვეზები ან თავიდან შეაერთონ ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

სხვა სერვისები

კარის გაღება / karis gageba

კარის გაღება კარის საკეტები უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და სიმშვიდეს, მაგრამ არც თუ ისე ხშირად, დგება მომენტი, როდესაც კარის საკეტი ხდება მთავარი მიზეზი, რის გამოც კარს ვერ აღებთ. მაგალითად, შეიძლება საკეტი გაიჭედოს, შემთხვევით საკეტის კლავიშები არასწორ მხარეს დატოვოთ, გასაღები სახლში დაგრჩათ, და სხვა, კიდევ მრავალი მიზეზი შეიძლება დასახელდეს. თუმცა, უნდა გახსოვდეთ რომ გასაღებით გაღების გარდა, არსებობს სხვადასხვა გზა ჩაკეტილი კარის გასაღებად. ყურადღებით გაეცანით ქვემოთ დასახელებულ სხვადასხვა შემთხვევას და ყველა შესაძლო გზას, ჩაკეტილი კარის გასაღებად. კარის გაღება ინსტრუმენტების გამოყენებით სუსტი

სრულად

მილების გაწმენდა (კანალიზაცია) / milebis gawmenda (kanalizacia)

მილების გაწმენდა (კანალიზაცია) არასასიამოვნო სუნი ან წყლის დაგუბება ნიჟარაში შეიძლება სწრაფადვე გადაიქცეს წყლის გადინების პრობლემად. საჭიროა, რეგულარულად გაწმინდოთ მილები, რადგან მილების გაუწმენდავობამ შესაძლოა თავად კანალიზაციის გაუდინრობამდეც კი მიგიყვანოთ. თუ აღმოაჩენთ, რომ წყალი აღარ გაედინება სწორად, შეგიძლიათ მიმართოთ რამდენიმე ხერხს, რომ თქვენი ნიჟარაც არ დააბინძუროს წყალმა და კოროზიაც არ გამოიწვიოს. ქვემოთ განხილულია არაერთი შემთხვევა და ყევლა შესაძლო მეთოდი პრობლემის აღმოსაფხვრელად. როგორ გავწმინდოთ წყალსადენი მილები სუნისა

სრულად

ჩაკეტილი მანქანის კარის გაღება / chaketili manqanis karis gageba

ჩაკეტილი მანქანის კარის გაღების საუკეთესო გზა საკმაოდ ხშირია შემთხვევები როდესაც მანქანის კარები უეცრად აღარ იღება, იბლოკება, იჭედება, და ზოგჯერ საერთოდ მანქანას ძალა აღარ აქვს კარის გასაღებად. ეს პრობლემა ძალიან დიდი დისკომფორტს ქმნის ნებისმიერი მანქანის მფლობელისთვის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მანქანა აუცილებლად სჭირდება ადამიანს და სადმე ეჩქარება ან თუნდაც მაშინ, როდესაც უბრალოდ საფულე, ან სხვა საჭირო ნივთია დარჩენილი მანქანის სალონში. იმისათვის,

სრულად

დუშკაბინის მონტაჟი შეკეთება / dushkabinis montaji sheketeba

დუშკაბნის მონტაჟი: რა უნდა იცოდეთ დუშკაბინის დაყენებამდე ბევრი მიმართავს ექსპერტებს საშხაპე სადგომი, იგივე დუშკაბინის დასაყენებლად. მაგრამ ბინების მფლობელთა უმრავლესობას შეუძლია გაუმკლავდეს ამას თავად, საჭირო ინსტრუმენტების გამოყენებით, თუმცა რეკომენდირებულია ამგვარი სარემონტო საქმიანობის პროფესიონალისთვის მინდობა. დღეს

სრულად

სურათის ნახატის დაკიდება კედელზე / suratis naxatis dakideba kedelze

სურათების დაკიდება, ისევე როგორც მათი დახატვა, არის ინტერვალი, ფერი და პროპორცია. როგორც ნებისმიერმა გალერისტმა, კურატორმა ან ინტერიერის დიზაინერმა იცის, ხელოვნების ჩვენების ხერხი გადამწყვეტი და გარდამტეხია არა მხოლოდ იმ სივრცეში, სადაც ის არის, არამედ თვით სურათებზე გამოხატული განცდისთვის. სივრცის სწორად გამოყენება სურათის / ნახატის დაკიდებისთვის მანამ სანამ სურათს ან/და ნახატს დაკიდებთ კედელზე, იფიქრეთ ოთახის პრაქტიკულობაზე. პატარა სურათი შეიძლება დაიკარგოს დიდ კედელზე, ხოლო უფრო არსებითი ნამუშევარი შეიძლება დომინირებდეს ოთახში. ფრედი დე რუჟემონტი, კრისტის ლონდონის ძველი ოსტატების ჯგუფის სპეციალისტი, გვირჩევს: "ნამუშევრის გავლენა, რაც არ უნდა დიდი იყოს, შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს, თუ ის შეუსაბამოა სივრცეში". ი

სრულად

ანდროიდ ტელევიზიის დაყენება გასწორება / android televiziis dayeneba gasworeba

Amazon Fire TV– ს, Apple TV– სა და Chromecast– ის დროს, Android TV– მ მოახერხა საკუთარი თავისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი ნიშის სეგმენტის შექმნა. სმარტფონებზე Google– ის შეთავაზების მსგავსად, ეს Android OS ოპტიმიზირებულია განსაკუთრებით ტელევიზორებისთვის. ინტეგრირებული Google ასისტენტით და Chromecast– ით და Play Store– ზე უშუალო წვდომის შესაძლებლობა უხსნის კარს უამრავ ვარიანტს. Android TV გთავაზობთ Android Mobile OS– ის ყველა პოპულარულ მახასიათებელს ტელევიზორში. ერთი პოპულარული ფუნქცია, რომელიც ანდროიდ ტელევიზიას საუკეთესოს ხდის სხვა პოპულარულ სატელევიზიო ოპერაციულ სისტემებს შორის არის Sideload 3rd party APK ფაილების ვარიანტი. თუ არის აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთვა გსურთ, მაგრამ არ არის ხელმისაწვდომი Play Store– ში, მაშინ შეგიძლიათ დააინსტალიროთ APK ფაილი პირდაპირ ანდროიდ ტელევიზიაზე. თუმცა,

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110-111
596 50 11 22