თბილისის სახელოსნო

ცენტრალური გათბობის ქვაბის შეკეთება / centraluri gatbobis qvabis sheketeba

ცენტრალური გათბობის სისტემის გაუმართაობა შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს. არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რაც უშუალოდ გათბობის ქვაბისა და შესაძლოა მთლიანი სისტემის გაუმართაობაზე მეტყველებეს, რასაც ხშირ შემთხვევაში, ადამიანთა უპირატესობა ყურადღებას არ აქცევს. როდესაც ცენტრალუი გათბობის ქვაბი გარკვეულ ,,ასაკს” მიაღწევს, იგი უფრო მეტად იშლება და მწყობრიდან გამოდის. მაშინაც კი, თუ გათბობის ქვაბი რამდენჯერმე შეაკეთეთ, დროთა განმავლობაში მისი შეცვლის აუცილებლობა დადგება.

რამდენად ეფექტურია ძველი ცენტრალური გათბობის ქვაბის შეკეთება

აუცილებელია ყურადღებით დააკვირდეთ თქვენი ცენტრალური გათბობის ქვაბის სისტემას, ამოიცნოთ ის მიზეზი, რის გამოც გარკვეული პრობლემები გექმნებათ და შესაძლოა საფრთხეც გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, საკმაოდ მნიშვნელოვანია, შეხედოთ თქვენი გათბობის ქვაბის მდგომარეობას, სანამ შეკეთებას დაუპირებთ. თუ თქვენი ცენტრალური გათბობის ქვაბი მუშაობს მაგრამ რამდენიმე ხარვეზი აქვს, ეს პირველი ნიშანი იქნება, იმისა, რომ მას ესაჭიროება ხელოსნის ჩარევა.

თუ თქვენი ქვაბი ათ წელზე მეტია რაც დამონტაჟებული გაქვთ, შანსი არსებობს, რომ დაყენებული გქონდეთ კონდიცირების ქვაბი. გათბობის ქვაბების ეფექტურობა ძირითადად ფასდება და კატეგორიზებულია პროცენტული მაჩვენებლებისა და A-G სქემის შეფასების სისტემის გამოყენებით. იმისათვის, რომ გათბობის ქვაბმა მიაღწიოს A კლასის ხარისხს, მას მოუწევს 90% -ზე მეტი ხარისხის ეფექტურობა გამოავლინოს. გათბობის ქვაბს მიენიჭება G ნიშანი, თუ ის 65% -ით დაბალი ეფექტურობის პროცენტს აჩვენებს. აუციელებლია, რომ შიდა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ცენტრალური გათბობის საქვაბე სისტემა იყოს კონდენსატორის მინიმუმ 88% ეფექტურობით ან მეტით, რადგან შემცირდეს ნახშირბადის გამონაბოლქვვა, რაც ზიანს აყენებს, როგორც თქვენს ჯანმრთელობას, ასევე გათბობის ქვაბის უსაფრთხოდ მუშაობას.

თუ თქვენ გაქვთ დამონტაჟებულო ორკონტურიანი ქვაბი, რომელიც უზრუნველყოფს გათბობასა და წყლის გაცხელებას, მაშინ ის ნაკლებ ხარვეზებს წარმოქმნის, ვინაიდან მას არ სჭირდება ცხელი წყლის შენახვის ცილინდრი, რის გაფუჭებაზეც ზრუნვა არ მოგიწევთ. ხოლო, თუ გაქვთ ჩვეულებრივი ერთკონტურიანი ქვაბი (ასევე ცნობილია, როგორც მხოლოდ სითბოს გამომყოფი, რეგულარული, ღია გამწოვით), იგი არის ყველაზე გავრცელებული ქვაბი, რომელსაც იყენებენ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, ამავდროულად ამგვარი ტიპის ცენტრალური გათბობის ქვაბს აქვს დიდი მოთხოვნა ცხელ წყალზე და მეტ ჩარევას საჭიროებს გაფუჭების შემთხვევაში.

როგორ ამოვიცნოთ, რომ გათბობის ქვაბი საჭიროებს ჩანაცვლებას

არსებობს რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ნიშანი იმისა, რომ შეიძლება გქონდეთ გაუმართავი ცენტრალური გათბობის ქვაბი, რომელიც დროულ ჩარევას, შეკეთებას, ან შესაძლოა სულაც ახლით ჩანაცვლებას საჭიროებდეს. თუ რომელიმე ამ ნიშანს აღმოუჩენთ თქვენს გათბობის ქვაბს მაშინათვე გამორთეთ იგი და მიმართეთ ხელოსანს, რათა უსაფრთხოდ შეძლოს მისი შეკეთება.

როგორც წესი ცენტრალური გათბობის ქვაბები, არა ზოგადად გამათბობლები უსასრულოდ ვერ მუშაობენ. თითოეულ მოდელსა და ტიპის გამათბობელს განსხვავებული მუშაობის ხანგრძლიობა აქვთ და განახლებასაც საჭიროებენ. თუ თქვენ არ იცით თქვენი ცენტრალური გათბობის ქვაბის ასაკი და ხანგრძლივობა, უმჯობესია ეს დროულად გაარკვიოთ. მაგალითად, თუ ის 15 ან უფრო მეტი წლის წინ დაყენდა, რეკომენდირებულია იფიქროთ ამ მოწყობილობის ახლით ჩანაცვლებაზე, რთა თავიდან აირიდოთ ყველა შესაძლო ექსპლუატაციის ან სხვა საფრთხეების შექმნა.

კიდევ ერთი ნიშანი, რომ ყველაფერი არ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს, არის ონკანი გაციება. მუდმივი ცივი წყალი შეიძლება იყოს თერმოსტატის პრობლემის ნიშანი, გაყინული მილები, ან თუნდაც მხოლოდ დუდის ქრონომეტრიც კი. ამასთან, თუ თქვენ გრძნობთ რომ ზოგიერთ ოთახში ტემპერატურა არათანაბრადაა გადანწილებული, მაგალითად უფრო ცივა, ზოგგან კი პირიქით ზედმეტი სიმხურვალეა, სასურველი ტემპერატურის მისაღწევად მისი შეკეთება მოგიწევთ. რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული? ის ფაქტი, რომ თქვენი ცენტრალური გათბობის ქვაბი არასწორად ანაწილებს ტემპერატურას შეკეთებას ან თუნდაც გამოცვლას საჭიროებს; თუ ცენტრალური გათბობის სისტემა თქვენ სახლში თავიდანმე არასწორად დაამონტაჟეთ, მისი ინსტალაციის ხელახალი გადამოწმებაა საჭირო.

ასევე თუ თქვენ გესმით უცნაური, ზოგჯერ კი შემაწუეხებელი ხმაური (ხშირად სტვენის ხმასაც წააგავს) ეს ყველაფერი შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ რაღაც გატეხილია ან დაბლოკილია სისტემაში. გარდა ამისა, თუ თქვენი გათბობის ქვაბი , ხშირად ავტომატურად ირთვება ან/და ითიშება ესე იგი მას სერიოზული პრობლემები აქვს და დაუყოვნებლივ შეკეთებას საჭიროებს. ასეთ შემთხვევაში, რეკომენდირებულია შეამოწმოთ ცენტრალური გათბობის ქვაბის წვის კამერის შემოწმება, დააკვირდით რა ფერი არის გამოყოფილი ალი: ყვითელი თუ ცისფერი. ყვითელი გამოყოფილი ალი, გათბობის ქვაბის გაუმართაობაზე მიანიშნებს და უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

დააკვირდით თქვენს ცენტრალური გათბობის ქვაბს, გრძნობთ რაიმე სპეციფიურ სუნს (მაგ: დამპალი კვერცხის სუნი)? თუ ეს ასეა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიშანია იმისა, რომ მას ესაჭირეობა შეკეთება. რისგან არის გამოწვეული? როგორც წესი, ცენტრალური გათბობის ქვაბის მახლობლად არსებული სუნი ნიშნავს ნახშირბადის მონოქსიდის გამოყოფას, და სწრაფად ჩარევას საჭიროებს. მანამ, სანამ ხელოსანი მოვა და შეაკეთებდეს, აუცილებლად დახურეთ ქვაბი და გამორთეთ. ნახშირბადის მონოქსიდის გაჟონვის კიდევ ერთი გზაა გათბობის ქვაბის გარსაცმის დათვალიერებით შეიძლება აღმოაჩინოთ, რადგან CO- ს გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს მუქი ლაქებიც.

ზოგჯერ, უფრო ცხიმიანი სუნი იგრძნობა. მაგალითად მჟავე, ცხელი პლასტიკური მასალის ან მეტალის დაწვის სუნი. ეს იმის ნიშანია, რომ რაღაც გადახურდა ცენტრალური გათბობის სისტემაში. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გათბობის ქვაბის ელემენტი ან მისი წრე. კვლავ დაუყოვნებლივ გამორთეთ ქვაბი და გამოიძახეთ ხელოსნის დახმარება.

თუ წყალი ჟონავს და თქვენი ქვაბის მახლობლად იატაკზე ნესტი ან გუბეები შენიშნეთ, გაჟონვამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს გათბობის ქვაბს. ნუ უგულებელყოფთ პატარა წვეთსაც კი, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, პატარა წვეთები შეიძლება წყლის დიდი მოცულობით გაჟონვაში გადაიზარდოს. ამიტომ, რეკომენდირებულია იმოქმედოთ სწრაფად, სანამ გაჟონვა გაიზრდება და ზიანს მიაყენებს, არამარტო გათბობის ქვაბს, არამედ თქვენს ქონებასაც.

როგორც წესი, ცენტრალური გათბობის ქვაბების უმეტესობას აქვს უსაფრთხოების ავტომატური რეჟიმი ჩართული, რათა თავიდან აიცილოს სისტემის გადახურება. თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი გათბობის ქვაბი გამორთულია, შეიძლება ეს ნიშნავდეს იმას, რომ მისი ერთ-ერთი კომპონენტი ძალიან ცხელია და გადახურდა. უმჯობესია იცოდეთ, რომ თქვენი და თქვენივე გათბობის ქვაბის უსაფრთხოებისთვის, საჭიროა ცენტრალური გათბობის სისტემის გამორთვა და სპეციალიზებული ხელოსნის დალოდება, რადგან შეიძლება ისე ვერ შეაკეთოთ რაიმე, როგორც საჭიროა და ამან თქვენს უსაფრთხოებას შეუქმნას პრობლემა.

გარდა ზემოთ აღნიშნული ნიშნებისა, არსებობს კიდევ ერთი, მნისვნელოვანი ფაქტორი, რომლიც აღმოჩენის შემთხვევაშიც, რეკომენდირებულია ცენტრალური გათბობის ქვაბის არა შეკეთება, არამედ მისი ახალი გათბობის ქვაბით ჩანაცვლება. მაგალითად, თუ ატყობთ, რომ გაიზარდა თქვენი ენერგომომარაგების გადასახადები, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენმა ცენტრალური გათბობის ქვაბმა დაიწყო არაეფექტურად მუშაობა, რის გამოც მეტი ენერგიის მოხმარებას იწყებს და თქვენს ხარჯებს პრობლემას უქმნის.

სხვა სერვისები

სარეცხი მანქანის ხელოსანი / Sarecxi manqanis xelosani

სარეცხი მანქანის ხელოსანი ერთ დღეს თქვენი სარეცხი მანქანა ერთგულად მუშაობს, სათანადოდ ასუფთავებს და რეცხავს თქვენს ტანსაცმელს, თანაც ისე, რომ თქვენ არც კი მოგივათ აზრად, რომ ერთ დღესაც შესაძლებელია მასთან დაკავშირებულ რაიმე პრობლემას გადააწყდეთ. სარეცხი მანქანის ეფქტურად მუშაობას შესაძლოა ხელი შეუშალოს მრავალმა ისეთმა ფაქტოებმა, მაგალითად, როგორიცააა აპარატის აუზში წყლის გაუდინრობა; სანიაღვრეა, მაგრამ არ ტრიალებს; ტანსაცმელი გარეცხილია, მაგრამ ძალიან სუფთა არ არის; სარეცხ მანქანაში გარეცხილ ტანსაცმელზე სარეცხი ფხვნილის ლაქები რჩება, და კიდევ სხვა უამრავი მიზეზი შეიძლება დავასახელოთ. ასეთ

სრულად

მეტალო პლასმასის კარ ფანჯრის დამზადება / Metalo plasmasis kar fanjris damzadeba

მეტალო პლასმასის კარ ფანჯრის დამზადება თუ გადაწყვეტთ სახლში/ბინაში კარ ფანჯრების გამოცვლას და გსურთ მეტალო პლასმასის კარ ფანჯრის დაყენება, მაშინ თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რომელი მეტალო პლასტმასის კარ ფანჯრები იქნება ყველაზე სასარგებლო თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში, იგულისხმება სახლის/ბინის გეგმა, ფანჯრების განლაგება, ზომები, და ა.შ. მაგალითად, თუ ხმაურიან ქუჩაში ცხოვრობთ, აუცილებელი იქნება კარ ფანჯრები ხმის საიზოლაციო მახასიათებლების მიხედვით შეარჩიოთ, რადგან ისინი ხელს შეუწყობენ ხმაურის შემცირებას და თავს კომფორტულად იგრძნობთ საკუთარ სახლში/ბინაში მაშინაც კი, თუ გზატკეცილთან, რკინიგზასთან ან სამშენებლო მოედანთან ახლოს ცხოვრობთ. თუ

სრულად

პიანინო-როიალის დაშლა აწყობა / pianino-roialis dashla awyoba

პიანინო-როიალის ფლობა დიდი პასუხისმგებლობაა. პიანინო ძვირია, იკავებს დიდ ადგილს და მოითხოვს საგულდაგულო მოვლას, რათა შეინარჩუნოს ინსტრუმენტის მიერ წარმოქმნილი ხმის ხარისხი და ვიზუალი. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ პიანინოს/როიალის შეძენის ღირებულების გარდა, თქვენ მოგიწევთ ბევრის გაღება, რომ ის სწორად შეინარჩუნოთ. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ პიანინო-როიალის აწყობის პროცესს, სწორად მოვლის მეთოდებსა და პატარა ხარვეზების გამოსწორების, შეკეთების გზებს. პიანინო-როიალის აწყობის პროცესი პიანინო-როიალის

სრულად

ფრანგული გასაჭიმი ჭერის ხელოსანი / franguli gasachimi cheris xelosani

თანამედროვე გასაჭიმი ჭერი წარმოადგენს ე.წ. “ჩამოვარდნილ” ჭერის სისტემას, რომელიც შედგება PVC თხელი ფენის ან არა-PVC (პოლიესტერი) ქსოვილისგან, რომელიც გადაჭიმულია და იჭრება სპეციალურ პლასტმასის ან ალუმინის ნაწილად, რომელიც დამონტაჟებულია პირველად (სტრუქტურული) ჭერზე ან კედლებზე. დღესდღეობით სამშენებლო მასალების ბაზარი გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ჭერის მასალის ვარიანტს და იმის გარკვევა, რომელი ჯობია არც ისე მარტივია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ შევაგროვოთ პროფესიონალური ინტერიერის დიზაინერების ყველა რჩევა ფრანგული გასაჭიმი ჭერის შესახებ, რომლებმაც უკეთ იციდა ან ამ ტიპის ჭერის ყოველდღიური მუშაობისა და პრაქტიკის უპირატესობა და ნაკლი. როგორ დავაყენოთ გასაჭიმი ჭერი ჩვენ

სრულად

სარეცხის საშრობი აივნის ჭერზე და კედელზე დასამაგრებელი / sarecxis sashrobi cherze da kedelze dasamagrebeli

ჭერზე და კედელზე დასამაგრებელი სარეცხის საშრობის უპირატესობები დასაკეცი

სრულად

ბუხრის, საწვიმარი მილების და სავენტილაციო შახტების წმენდა / buxris, sawvimari milebis da saventilacio shaxtebis wmenda

რატომ არის საჭირო ბუხრის წმენდა? იმისათვის, რომ ბუხარმა სწორად იმუშაოს, თქვენი ბუხარი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს. ხის დაწვის შედეგად წარმოქმნილი ჭვარტლი ჩადის ბუხრის შიდა ზედაპირზე, რაც იწვევს მისი გახსნის შევიწროებას. შედეგად, ჭვარტლის სქელი ფენის გამო, ბუხრის კედლების არასაკმარისი გათბობა ხდება და ჰაერის გასვლა მცირდება და ხდება არასაკმარისი. ამის გამო, ნახშირბადის მონოქსიდი და კვამლი შემოდის ოთახში და ჩნდება ხანძრის საშიშროება, რადგან ჭვარტლი იწყებს წვას ბუხარში, ხოლო მილები აფრქვევს ნაპერწკალს სახურავზე. ბუხარში ჭვარტლის წვას ასევე შეუძლია გამოიწვიოს მისი კედლების მექანიკური დაზიანება. მაშინაც

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110-111
596 50 11 22