თბილისის სახელოსნო

ცენტრალური გათბობის ხელოსანი, რადიატორის ხელოსანი (მონტაჟი, შეკეთება) / Centraluri gatbobiis xelosani, radiatoris xelosani (montaji, sheketeba)

ცენტრალური გათბობის სისტემა უზრუნველყოფს სითბოს შენობის მთელ ინტერიერში ან/და შენობის კონკრეტულ ნაწილში, ერთი წერტილიდან მრავალ ოთახში. შენობაში ე.წ. კლიმატის გასაკონტროლებლად სხვა სისტემებთან ერთად, მთელი სისტემა შეიძლება იყოს HVAC, რაც გულისხმობს გათბობის, ვენტილაციისა და კონდიციონერის კომბინირებულ სისტემას.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური გათბობა, ან/და რადიატორი, უზრუნველყოფს სითბოს დარეგილურებასა და სრულ კომფორტს, შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა პრობლემებმა, მაგალითად, როგორიცაა წყლის გაჟონვა რადიატორში. ამ და სხვა მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად, მიმართეთ ხელოსანს და ასევე გაეცანით ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს ცენტრალური გათბობის შეკეთებასთან დაკავშირებით (არისტონის ქვაბის და სხვა მოდელების ხელოსანს).

როგორ შევაკეთოთ რადიატორი რომელიც ჟონავს

არსებობს უამრავი დამონტაჟებული ტექნიკა, რაც შეიძლება არასწორედ წარიმართოს, ან დროთა განმავლობაში თავი იჩნის სხვადახვა პრობლემებმა. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ხშირად ცენტრალური გათბობის მომხმარებლებთან იჩენს თავს ეს არის წყლის გაჟონვა რადიატორიდან, რაც ხელს უშლის სისტემის სწორად მუშაობას და სითბოს დაბალანსებას ოთახში, ან მთელ შენობაში. იმისათვის, რომ მოაგვაროთ ეს პრობლემა, თანაც ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ხალიჩების, იატაკის და იატაკქვეშება ადგილების დასველება მიჰყევით ქვემოთ მოცემულ რჩევებს.

შესაკეთებლად თქვენ დაგჭირდებათ რამდენიმე ხელსაწყო, რომლებიც დაგჭირდებათ რადიატორის გაჟონვის წყაროს დასადგენად.

#1 - თავდაპირველად აუცილებლად მოემზადეთ სათანადოდ და თან იქონიეთ საჭირო ინვენტარი.

მოემზადეთ რადიატორის შესაკეთებლად, თან კი იქონიეთ შემდეგი დამხმარე საშუალებები, კერძოდ რამდენიმე პირსახოცი ან სხვა სქელი მატერიის ქსოვილი, რომელიც მარტივად შთამნთამს წყალს. მოათავსეთ ეს ქსოვილები იატაკზე რადიატორის ირგვლივ და თან იქონიეთ დიდი სათლი, რომელშიც საშუალება გექნებათ გაწუროთ ქსოვილები და წყალი მოათავსოთ. მას შემდეგ, რაც იატაკიდან წყალს ამოამშრალებთ, დატოვეთ პირსახოცი ან/და სხვა მატერია რადიატორის გარშემო და დაიწყეთ გაჟონვის წერტილის დაფიქსირება.

#2 - როგორ უნდა იპოვნოთ თქვენი რადიატორის გაჟონვის წყარო?

აიღეთ ერთ-ერთი მშრალი პირსახოცი და მთლიანად გააშრეთ თქვენი სველი რადიატორის ზედაპირი. ეს საშუალებას მოგცემთ უფრო მატივად იპოვოთ წყლის გაჟონვის წერტილი, ვინაიდან ძნელია იპოვნოთ გაჟონვის წყარო, თუ კი რადიატორი მთლიანად გაჯერებულია წყლით.

მას შემდეგ, რაც თქვენს რადიატორს სათანადოდ შეამშრალებთ, თქვენ უნდა შეძლოთ გაჟონვის წყაროს იზოლირება. ამისათვის, შეგიძლიათ აიღოთ ერთ-ერთი თხელი ქსოვილი, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ სისტემატურად ამოწმოთ რადიატორის თითოეული ნაწილი. რადიატორის გაჟონვა შესაძლებელია ერთდოულად სამი ადგილიდანაც კი მიმდინარეობდეს. ყველაზე შესაძლო ვარიანტებია თავად რადიატორის მთლიანი ნაწილიდან გაჟონვა, სარქველიან, და მილიდან, რომელიც ავსებს რადიატორს წყლით. თუ კი ქსოვილი დასველდება, ეს დაგეხმარებათ გაიგოთ თუ საიდან იპარება წყალი.

#3 - თუ რადიატორი სარქველიდან ჟონავს.

თუ აღმოაჩენთ, რომ წყალი იჟონება რადიატორის სარქველიდან, მაშინ, ჩვეულებრივ, გამოსწორების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ფორმაა და ნუ შეგაშინებთ ეს ფაქტი. რადიატორის სარქველი, რომელიც წყალს ჟონავს, აუცილებლად უნდა შეიფუთოს, ვინაიდან, თუკი მას სათანადოდ არ შეახვევთ, მაშინ სარქველიდან გაჟონილი წყალი დაიწყებს მის გაფუჭებასა და დაზიანებას. ამ ტიპის გაჟონვა, ჩვეულებრივ, შესაძლებელია აღმოაჩინოთ მაშინ, როდესაც სარქველი ნახევრად ღია პოზიციაზე იქება, ასეთ ვარიანტში, გაჟონვა ჩვეულებრივ შეჩერდება, როდესაც თქვენ მთლიანად დაახურავთ მას სარქველს.

#4 - როგორ უნდა შეაკეთოთ რადიატორის სარქველი, რომელიც ჟონავს.

  • წყლის გადინების შეჩერების მიზნით, თქვენ თავიდან უნდა შეამშრალოთ ის ნაწილი, სადაც ხდება გაჟონვა.
  • შემდეგ, გამორთეთ ორივე მიწოდების სარქველი (საიდანაც წყალი შედის რადიატორში) და საკეტიანი სარქველი (პლასტმასის ჩაკეტილი სარქველი, რომელიც, როგორც წესი რადიატორის მეორე მხარეს არის) - გახსოვდეთ, რომ დაითვალოთ რამდენი ბრუნი დასჭირდება ჩამკეტი სარქველის დახურვას.
  • მოამზადეთ პირსახოცები და სათლი, დარჩენილი წყლის ამოშრობისთვის, რომელიც შეიძლება რადიატორიდან მოულოდნელად წამოვიდეს.
  • რეგულირებადი ქანჩის გასაღების გამოყენებით, მოუშვით ჭანჭიკი (რომელიც მოთავსებულია დამაკავშირებელ მილსა და რადიატორს შორის).

  • გახსენით სარქველი, რათა დარჩენილი წყალი გადმოვიდეს და სათლში აივსოს.
  • სარქველის ბოლო ნაწილზე გადაატარეთ პუმი (PTFE ლენტი), დაახლოებით 10-15 ჯერ.
  • ხელახლა დაუჭირეთ ჭანჭიკი და გახსენით ჩაკეტვის სარქველები; როდესაც წყალი აღდგება სისტემაში, გადაამოწმეთ არ ჯონავდეს, შემდეგ დახურეთ სარქველი.

#5 - გჭირდებათ თუ არა რადიატორის სარქველის შეცვლა?

რადიატორის სარქველის შეცვლამდე თქვენ უნდა შეიძინოთ მისი შემცვლელი. ასურველია იყოს იმავე ტიპის, როგორიც თქვენი არსებული სარქველია, რადგან სხვა სახის სარქველი შეიძლება სწორად არ შეესაბამებოდეს წყლის მილსადენს.

ახალი სარქველის მოტანის შემდეგ, უნდა ამოტუმბოთ მთელი წყალი ცენტრალური გათბობის სისტემიდან. შემდეგ, გახსენით წყლის მილის ჭანჭიკი და გახსენით სარქველი, რომ შეცვალოთ იგი. კარგად გაწმინდეთ რადიატორის ბოლო ნაწილი, ახალი სარქველის დაყენებამდე.

გადაატარეთ პუმი (PTFE ლენტი) ახალი ადაპტერის გარშემო (იხ. ზემოთ) და დაამაგრეთ იგი რადიატორის ბოლოში, დარწმუნდით, რომ ზედმეტად არ გაქვთ გადაჭიმული პუმი. მილის ბოლოში გადაიტანეთ სარქველის სახურავი და ჭანჭიკი და დააკავშირეთ იგი ახალ სარქველთან. ახალი სარქვლის დამონტაჟებისას, სისტემა წლით უნდა შეავსოთ.

#6 - როგორ უნდა შეკეთდეს რადიატორის სარქველის თავსახური, რომელიც ჟონავს.

ზოგჯერ შეიძლება აღმონდეს, რომ წყალი არა სარქველიდან, არამედ სარქველზე არსებული პლასტმასის თავსახურის ქვეშ იპარება. თუ ეს ასეა, ის შეიძლება მარტივად გაკეთდეს პუმის (PTFE ლენტი) გადაჭიმვით.

პირველ რიგში, გამორთეთ სარქველი. თუ წყალი ისევ გადის რადიატორიდან პლასტმასის თავსახურის ქვეშ, მაშინ ხელოსანმა აუცილებლად უნდა გამორთოს ჩამკეტი სარქველი, რომელიც რადიატორის მეორე ბოლოშია მოთავსებული. შემდეგ, ამოიღეთ პლასტმასის თავსახური და ფრთხილად ამოხრახნეთ ჭანჭიკი რეგულირებადი ქანჩის გასაღებით, და იზრუნეთ იმაზე, რომ არ დაზიანდეს ჭანჭიკი.

შემდეგ, გაჭიმეთ პუმი (PTFE ლენტი), რომელიც დაგჭირდებათ დაახლოებით 20 სანტიმეტრი სიგრძის. გადაახვიეთ იგი სარქველის გარშემო.

შემდეგ, მცირე ზომის ბრტყელი სახრახნისის გამოყენებით დაატანეთ ძალა რომ პუმით (PTFE ლენტი) დახვეული ნაწილი ჩავიდეს საქრველის სხეულში.

შემდეგ, ლენტზე წაუსვით ცოტაოდენი სილიკონის ცხიმი და სახრახნისის გამოყენებით ჩასვით იმავე ადგილზე. ბოლოდ კი, შეცვალეთ პლასტმასის თავსახური და ჩართეთ სარქველი.

#7 - თუ რადიატორი წყალს ჟონავს კოროზიის გამო.

როგორც ყოველთვის, რაც უფრო ძველდება რადიატორი, მით უფრო ბევრ პრობლემას ქმის. რადიატორზე ჟანგის ნიშნების მთავარი გამომწვევი მიზეზი რადიატორიში მოთავსებული ჭუჭყია, რაც ლპობას იწვევს და ,,ხვრელის გაჟონვის” სახელითაცაა ცნობილი. სამწუხაროდ, კოროზიის შედეგად გამოწვეული გაჟონვის საბოლოოდ "გამოსწორების" იმედი არ არსებობს, თუმცა არსებობს დროებითი ზომა, რომლის მიღებაც ნებისმიერ ხელოსანს შეუძლია.

თუ თქვენ გაქვთ ე.წ. მკვებავი ტუმბო და ცისტერნა (რეზერვუარი, რომელიც შთანთქავს წყლის გაფართოებას და მუდმივად ინარჩუნებს წნევას სისტემაში), მაშინ აუცილებლად დაცალეთ წყალი რადიატორიდან და გაამშრალეთ კოროზირებული ადგილი რადიატორზე. შემდეგ, დაამაგრეთ დაზიანებულ ადგილზე პლასტიკური დასალუქი მასალა (იგივე პლომბი), რომელიც უზრუნველყოფის წყლის გაჟონვის აღმოფხვრას, მანამ სანამ შემცვლელ რადიატორს შეიძენთ.

*შენიშვნა - ხელოსანმა არ უნდა გამოიყენოს ამ ტიპის პლასტიკური დასალუქი მასალა (პლომბი) დახურული ცენტრალური გათბობის სისტემაში!

თუ რადიატორი კოროზირებულია და გაჟონვა მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ დროებით ზომებს მიმართეთ და პლომბი დაუმაგრეთ დაზიანებულ ადგილზე, ახალი რადიატორით ჩანაცვლება ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ. როდესაც შეცვლით ძველ გაჟღენთილ რადიატორს, ახალი გამოუყენებელი რადიატორით, აუცილებლად დარწმუნდით, რომ წყალში გაურიეთ ანტიკოროზიული საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს და იმავე კოროზიის პრობლემას თავიდან აგაცილებთ რამდენიმე წლის განმავლობაში.

#8 - როგორ შეაკეთოთ მილსადენი, საიდანაც წყალი ჟონავს?

თანამედროვე ცენტრალური გათბობის სისტემაში კომპრესირებული სარქველები ჩვეულებრივ გამოიყენება მილების რადიატორებთან მიერთებისათვის. თუ რომელიმე მათგანი უერთდება გაჟონვის მთავარ წყაროს, შესაძლებელია სწრაფი ზომების მიღება სარქველის გამკვრივებით. ამასთან, თუ ეს არ გადაჭრის პრობლემას და გაჟონვა არ შეჩერდება, ხელოსანს შეუძლია შეასრულოს შემდეგი სახის ქმედება: კერძოდ, ამოტუმბეთ წყალი რადიატორიდან; შემდეგ, მოიმარჯვეთ რეგულირებადი ქანჩი და შეხსენით ჭანჭიკი, რომელიც მილს უერთდება და მილისგან რაც შეიძლება თავისუფლად გამოყავით. იქ, სადაც ზეთოვანი სითხე ხვდება სარქველს, შეახვიეთ ეს ნაწილი რამდენიმე სანტიმეტრის პუმით (PTFE ლენტი) მის გარშემო და შემდეგ ხელახლა მოუჭირეთ ჭანჭიკი.

სხვა სერვისები

ცენტრალური გათბობის ხელოსანი, რადიატორის ხელოსანი (მონტაჟი, შეკეთება) / Centraluri gatbobiis xelosani, radiatoris xelosani (montaji, sheketeba)

ცენტრალური გათბობის ხელოსანი, რადიატორის ხელოსანი ცენტრალური გათბობის სისტემა უზრუნველყოფს სითბოს შენობის მთელ ინტერიერში ან/და შენობის კონკრეტულ ნაწილში, ერთი წერტილიდან მრავალ ოთახში. შენობაში ე.წ. კლიმატის გასაკონტროლებლად სხვა სისტემებთან ერთად, მთელი სისტემა შეიძლება იყოს HVAC, რაც გულისხმობს გათბობის, ვენტილაციისა და კონდიციონერის კომბინირებულ სისტემას. მიუხედავად

სრულად

კარების ხელოსანი (საკეტის მონტაჟი, შეცვლა) / karebis xelosani (Saketis montaji, shecvla)

კარების ხელოსანი კარის ინსტალაციის პროცედურა ძირითადად დამოკიდებულია კარის ტიპზე, მაგრამ ამ სტატიაში განხილული მითითებებისა და რეკომენდაციების უმეტესობა გამოიყენება კარის ტიპის უმეტესი ნაწილის შემთხვევაში. ზოგადად, კარის დაყენება შედარებით მარტივი პროცესია, თუ ყველა კარის ხელოსანს ყველა საჭირო ხელსაწყო მომარჯვებული აქვს და ინსტრუმენტები მისთვის ხელმისაწვდომია. კარის ინსტალაციის ეს პროცედურა, რომელსაც ქვემოთ მიმოვილიხავთ, გამოიყენება ხის, ბოჭკოვანი მინის, ანუ მინაპლასტიკის და ალუმინის კარის მოდელებზე. ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ რამდენიმე შესანიშნავ ტექნიკურ რჩევასა და მითითებებს, რომლებიც დაგეხმარებათ კარის მარტივად დაყენების პროცესში. რა უნდა გაითვალისწინოთ კარის დაყენებისას თავდაპირველად

სრულად

კარმის ხელოსანი (შეკეთება, მონტაჟი, გაწმენდა) / karmis xelosani (sheketeba, montaji, gawmenda)

კარმის ხელოსანი იმის აღმოჩენა, რომ თქვენი კარმა ან გამათბობელი არ მუშაობს, უსიამოვნო სიურპრიზს იწვევს - მით უმეტეს, თუ ზამთრში ხდება. სამწუხაროდ, ყველა გამათბობელი და კარმა საბოლოოდ უნდა შეიცვალოს, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ გათბობის ზოგიერთი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს, მთელი ახალი სისტემის შეძენის გარეშე. ქვემოთ განხილულია გამათბობლების / კარმის ყველაზე გავრცელებული პრობლემები და ამავდროულად, გამოყოფილია საუკეთესო გამოსწორების გზები, იქნება ეს რემონტი თუ შეცვლა. ამიტომ, მოიმარჯვეთ ყველა საჭირო ხელსაწყო და კარმის ხელოსნის დამხარებით შეაკეთეთ თქვენი კარმა. რამ შეიძლება გამოიწვიოს კარმის მუშაობის შეჩერება ხშირად

სრულად

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერული მომსახურება / kompiuteruli servisi, kompiuteruli momsaxureba

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერული მომსახურება ბევრი ჩვენგანი იმდენად ეყრდნობა კომპიუტერებსა და ლეპტოპებს, რომ როდესაც იგი არასწორედ წარიმართება, ჭედავს, ან რაიმე სხვა ხარვეზი იჩენს თავს, ეს მაშინათვე სერიოზულ პრობლემად იქცევა, ვინაიდან, უამრავი ფაილი, დოკუმენტები, ფოტოები, და სხვა სახის საქაღალდეები ინახება სწორედ კომპიუტერებში. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს კომპიუტერების არაერთი მოდელი, რა თქმა უნდა, ყველას სისტემა და პარამეტრები განსხვავებულია და შესაბამისად სხვადასხვაგავრ ჩარევას ითხოვს როდესაც ესა თუ ის პრობლემა იჩენს თავს. კომპიუტიერის პროგრამის განახლება (Update) კომპიუტერული

სრულად

კონდიციონერის ხელოსანი (შეკეთება, მონტაჟი) / kondicioneris xelosani (sheketeba, montaji)

კონდიციონერის ხელოსანი კონდიციონერი ერთ-ერთ საჭირო და მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო (და არამარტო საყოფცხოვრებო) ტექნიკაა, რომელიც განსაკუთებით ცხელი ზაფხულში, სიცხის დასაძლევად საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, იმისათვის, რომ კონდიციონერმა ეფექტურად იმუშავოს და სათანადოთ გააგრილოს ოთახი, საჭიროა რაიმე ხარვეზის შემჩნევისთანავე ყურადღება მიაქციოთ და დამატებითი პრობლემა თავიდან აიცილოთ. მაგალითად, როდესაც ცენტრალური კონდიცირების სისტემა ვერ ახერხებს სითბოს სათანადოდ დაძლევას, აუცილებელია მიმართოთ კონდიციონერის ხელოსანს. ქვემოთ განხილულია სხვადასხვა პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირად იჩენ კონდიციონერის მუშაობის შეფერხებას და ასევე მოცემულია რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ მსგავსი პრობლემების მოგვარებაში. რატომ

სრულად

მილების გაწმენდა (კანალიზაცია) / milebis gawmenda (kanalizacia)

მილების გაწმენდა (კანალიზაცია) არასასიამოვნო სუნი ან წყლის დაგუბება ნიჟარაში შეიძლება სწრაფადვე გადაიქცეს წყლის გადინების პრობლემად. საჭიროა, რეგულარულად გაწმინდოთ მილები, რადგან მილების გაუწმენდავობამ შესაძლოა თავად კანალიზაციის გაუდინრობამდეც კი მიგიყვანოთ. თუ აღმოაჩენთ, რომ წყალი აღარ გაედინება სწორად, შეგიძლიათ მიმართოთ რამდენიმე ხერხს, რომ თქვენი ნიჟარაც არ დააბინძუროს წყალმა და კოროზიაც არ გამოიწვიოს. ქვემოთ განხილულია არაერთი შემთხვევა და ყევლა შესაძლო მეთოდი პრობლემის აღმოსაფხვრელად. როგორ გავწმინდოთ წყალსადენი მილები სუნისა

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110 111
ტელ: 596 50 11 22