თბილისის სახელოსნო

პერფორატორით დანგრევა – დემონტაჟი ნარჩენების გატანა / perforatorit dangreva - demontaji narchenebis gatana

პერფორატორით დანგრევა

სამშენებლო პერფორატორი ეს არის ბურღი, იგივე დრელი, რომელშიც ძირითად დარტყმით მოქმედებას ახორციელებს უკუქცევით - წინსვლითი მექანიზმი. პერფორატორის გამოყნებით შესაძლებელია სხვადასხვა ნგრევითი სამუშაოების შესრულება, მათ შორის სინკარის, ბეტონის, ბლოკის, სტიაშკის აყრა, აგურის, კაფელ მეტლახის აყრა, კარ ფანჯრის დემონტაჟი, კაბელ კანალის შტრაბების ამოჭრა, და კიდევ სხვა.

რა არის დემონტაჟი?

დემონტაჟი არის კომპონენტების ამოღების პროცესი, მათი მონტაჟის ადგილიდან შემდგომი დაშლის მიზნით მის შემადგენელ ნაწილებში ან გაუმჯობესების მიზნით (იგულისხმება რემონტი ან მოდერნიზაცია) დაშლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაგალითად, კარების დემონტაჟი ნიშნავს მის მოხსნას ჩარჩოდან სახრახნისებისა და მისი სხვადასხვა შემადგენელი ნაწილების ამოღების პროცესს.

კარების დემონტაჟი

როგორც წესი, კარების დემონტაჟი ხორციელდება შემდეგი ყველაზე გავრცელებული მიზეზების გამო:

– სახსარის, იგივე ანჯამის, სამაგრის, მომჭერის, საკეტებისა და სხვა შემადგენელი ნაწილების შეცვლის გამო ან კარის საკეთის, მომჭერების შეზეთვის აუცილებლობის შემთხვევაში;

– მოძველებული ან გაცვეთილი პროფილის პანელების განახლების საჭიროების არსებობის შემთხვევაში;

– ოთახში სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს;

– ავეჯის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან/და სხვა დიდი ნივთების გადაადგილების შემთვევაში.

დემონტაჟის საწყის ეტაპზე მოამზადეთ შემდეგი მინიმალური ინსტრუმენტების ნაკრები. კარის დემონტაჟისას აუცილებელი ინსტრუმენტების სია ასე გამოიყურება:

– ხერხი (ლითონსაჭრელი ხელის ხერხი)

– თათიანი ძალაყინი იგივე ლურსმანსაძრობი (ეს არის ძალაყინი / ლურსმანსაძრობი რომელსაც ერთ მხარეს ბრტყელი ბოლოთი აქვს)

– ჩაქუჩი;

– ნაჯახი;

– სახრახნისი;

– სახრახნისების ნაკრები;

– სამშენებლო დანა;

– ბრტყელტუჩა;

– შპატელი, ფითხის დანის ნაკრები;

– ფართო ძელაკი (განსაკუთრებით მართკუთხა კვეთის).

როგორ ხდება კარების დემონტაჟი

ნებისმიერი კარების დემონტაჟი, განსაკუთრებით დაფარული კარის ანჯამიდან მომჭრების დაშლა, უნდა დაიწყოს ხელოსანმა კარის ჩარჩოს დემონტაჟიდან და კარის საპირეს, იგივე საპირე თამასის მოხსნიდან. ისინი ხელს შეუშლიან მის ამოღებას. ამის გასაკეთებლად ხელოსანი იღებს ჩაქუჩს, მისი გამოყენებით ნაზად წევს კარის თავს, იგივე პლინთუსი საყრდენის ქვეშ და ფრთხილად იღებს იგი კედლიდან, ისე რომ კარი არ დაზიანდეს.

დასაკეცი კარის დემონტაჟისთვის აუცილებელია არა მხოლოდ გვერდითი პროფილების ამოღება, არამედ მათი მიმმართველი დეტალისაც, რომელიც გახსნის ზედა ნაწილზეა მოთავსებული. ზოგჯერ აუცილებელია კარიდან პანელის ამოღება, რათა ახლით შეცვალოთ. ამისათვის ფრთხილად უნდა ამოიღოს ხელოსანმა ძველი პროფილი. ეს შეიძლება გაკეთდეს შემდეგნაირად: ბრტყელი სახრახნისის გამოყენებით, ხელოსანმა უნდა მოათავსოს იგი ვიწრო ღარში საკეტურ ნაწილსა და ჩარჩოს შორის; შემდეგ კი მსუბუქად მოხსნას საჭერები, და ამოიღოს პანელი.

ფანჯრის დემონტაჟი

ამ ნაწილში იხილავთ თუ როგორ ხდება ფანჯრის ჩარჩოს დემონტაჟი, მისი მოხსნა და ახლით ჩანაცვლება. აუცილებელია ეს საქმე გამოცდილ და პროფესიონალ ხელოსანს მიანდოთ, რადგან მან უკეთ იცის თუ როგორ უნდა ამოიღოს ფანჯრისა და კარის ჩარჩოები, რათა შეცვალოს ის ახლით. ეს შეიძლება იყოს რთული სამუშაო, თუ სწორად არ არის შესრულებული შესაძლოა დაზიანდეს კიდეც ფანჯარა ან კარი, და თუ ფრთხილად არ ხართ, შეიძლება მიმდებარე ტერიტორიებიც კი დაზიანდეს. ამ ნაწილში ნაჩვენებია ფანჯრისა და ჩარჩოს ამოღების ერთ-ერთი საუკეთესო გზა, მათ შორის ცენტრალური აღმართების, ძირითადი ჩარჩოების და საყრდენების მოხსნა.

კარის ჩარჩოს ამოღება მოიცავს იგივე პროცესს, რაც ფანჯრის ჩარჩოს ამოღება, ასე რომ იგივე პრინციპები გამოიყენება. თქვენი ახალი ფანჯრების ან კარების გაზომვა ცოტა სახიფათოა და მნიშვნელოვანია სწორად გაკეთდეს, შემდგომში მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. მაგალითად, შემთხვევით არასწორად რომ არ გაზომოთ და ახალი ფანჯარა რომ არ მოერგოს არსებულ ჩარჩოს, ამისათვის ეს საქმე ხელოსანს უნდა მიანდოთ.

ხელოსანი ფანჯრის დემონტაჟს იწყებს ყველა მოძრავი ნაწილის ფანჯრიდან მოხსნით. ფანჯრისა და ასევე კარის ჩარჩოების ამოღების პირველი ნაბიჯი არის მოძრავი ნაწილების ამოღება, როგორიცაა თავად კარი ან ფანჯრების გახსნის სარქველები. როგორც წესი, ეს შეიძლება გაკეთდეს მომჭერების მოხსნის გზით, მაგრამ ზოგიერთ რთულ შემთხვევაში საჭიროა მოხრილი ქანჩის და კონსისტენტური, პლასტიკური საზეთის, სქელი საპოხის გამოყენება.

ამოღებისთანავე ჩარჩოს ყველა მონაკვეთი, განსაკუთრებით შუშის შემცველი ნაწილები უნდა დაიდოს განცალკევებით. ამის შემდეგ უნდა მოიხსნას ფანრჯის ჩარჩოს ცენტრალური ნაწილი, რომ ხელოსანმა ამოიღოს ფანჯრის საგდული, ეს არის იგივე ფანჯრის ჩარჩო (ძირითადად ასაწევი ფანჯრის) ან მინის პანელები. იყავით ძალიან ფრთხილად, რადგან ამ დროს შუშა ადვილად იშლება. როდესაც ფანჯრის მონაკვეთებს ხერხით გაჭრის ხელოსანი, ჩაქუჩის ან საჭრეთელის გამოყენებით შუშისგან უნდა მოაშოროს ჩარჩოს მონაკვეთები. ხერხის მეშვეობით ჭრა უნდა უნდა გაკეთდეს ყველა კუთეში, ისე რომ ხის ნაწილები ერთმანეთზე არ იყოს დამაგრებული დაშლისას.

შემდეგი ნაბიჯია ფანჯრის ძირითადი ჩარჩოს და წირთხლის (ფანჯრის ან კარის ჩარჩოს გვერდითი ძელი) ამოღება. ყველა ცენტრალური ჩარჩოს მონაკვეთზე ეკვეთება ფანჯრის მთავარი ჩარჩო.

გვერდითი ძელი არის პირველი რაც იხსნება ხერხით ჭრის შედეგად, სანამ ხერხი არ მიაღწევს (მაგრამ არ შეეხება) თაბაშირს შიგნით და აგურის ან ქვის წყობას გარეთ. ხელოსანი ხერხით ჭრას აკეთებს კუთხით. მას შემდეგ, რაც ხერხით გაიჭრება ეს მონაკვეთი საჭრეთელის გამოყენებით იჭრება წირთხლის უკანა ნაწილი, რომელიც შემდგომ შიგნითაა განლაგებული. როგორც კი ბერკეტით აწევთ ხერხით დაჭრილი მონაკვეთს, ძელი აიწევა და ჩარჩოს დამალული ნაწილიც გამოჩნდება. ამის დანახვა და გაგრძელება შესაძლებელია მანამ, სანამ არ დაინახავთ წირთხლს. წირთხლი შეიძლება შიგნიდან და ირგვლივ მიიწიოს ძალის გამოყენებით, სანამ არ გათავისუფლდება.

ფანჯრის გარეთა ჩარჩოს მოხსნა. კვლავ გამოიყენება დახრილი ჭრა. და ბოლოს, ზუსტად იგივე პროცესის გამოყენებით, ხის ეს ნაწილი ამოღებული იქნება. თუ ეს ზედა სართულის ფანჯარაა, ზოგჯერ შეიძლება სირთულეებმა იჩინოს თავი. მაგალითად, ძალიან ხშირად, ფანჯრის ზემოთ, შენობის გარედან, არის სოფიტი დაფა, იგივე ჭერი, რომელიც ავსებს ღრმულს გარეთა პანელის დაფის შიგნით და კედელს შორის.

ზოგიერთი სამშენებლო ტექნიკით ფანჯრები დამონტაჟებულია და ეს სოფიტი დაფა ფაქტობრივად ფიქსირდება ფანჯრის ჩარჩოს თავზე. უბრალოდ თავზე დახევამ შეიძლება დააზიანოს სოფიტის დაფა, ასე რომ ფრთხილად უნდა მოიხნას ჩარჩო დაზიანების გარეშე. თუ სოფიტი დაფა ჩარჩოს თავზეა დაფიქსირებული, ხელოსანს მოუწევს ფოლადსაჭრელი ხერხით სოფიტის დაფასა და ჩარჩოს ზედა ნაწილს ლურსმნებისა თუ ხრახნების მოსახსნელად გამოყენება.

ამ დღეებში არსებობს ფანჯრებისა და კარების მოდელების უზარმაზარი მრავალფეროვნება, სხვადასხვა სახისა და სტილის ფანჯრები, კარები, კომპოზიტური კარები და დასაკეცი კარები, და ა.შ. კომპოზიტური კარები განსაკუთრებით შესამჩნევია ვიზუალურად, რადგან ის აერთიანებს ბუნებრივი ხის იერსახეს შესანიშნავი თერმული და უსაფრთხოების თვისებებით.

დემონტაჟი, ნარჩენების გატანა

დემონტაჟი ნარჩენების გატანა, ეს არის სერვისი რომელიც ასევე მოიცავს სხვადასხვა სამუშაოებს, როგორიცაა დანგრევა, ნაგვის გატანა, დემონტაჟი, სამშენებლო მასალის ატანა, ისევე როგორც სამშენებლო ნარჩენების გატანა. როგორც წესი დემონტაჟი, ნებისმიერი ზომისა და სისქის კედელის დანგრევა, გახვრეტა, მოდელირება, ასევე ავტომატურად გულისხმობს ნარჩენი სამშენებლო მასალის გატანასაც, თუმცა რეკომენდირებულია ეს თავდაპირველად შეათანხმოთ, მანამ სანამ მუშაობას შეუდგება მომსახურე პერსონალი, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში სერვისით მომსახურებაში არ შედის.

სხვა სერვისები

საკეტების ხელოსანი, ჩაკეტილი კარის გაღება / Saketebis xelosani, chaketili karis gageba

საკეტების ხელოსანი, ჩაკეტილი კარის გაღება კარის საკეტის დამონტაჟება იმისათვის, რომ სწორად დაამონტაჟოთ კარის საკეტი (ამ შემთხვევაში ცილინდრისებური კარის საკეტის მაგალითს განვილიხავთ), აუცილებლად უნდა მოიმარჯვოთ დამხმარე სამუშაო ინსტრუმენტები. მაგალითად, პირველი ნაბიჯი კარის საკეტის დასამონტაჟებლად, მოიცავს კარში ხვრელის გაკეტებას, რომელშიც საკეტის მექანიზმის მოთავსებას და შემდგომ მის დამაგრებას შეძლებთ. (მაგალითისათვის იხ. ფოტო ქვემოთ). მას

სრულად

საკერავი მანქანის ხელოსანი / Sakeravi Mankanis Xelosani

საკერავი მანქანა, მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ქსოვილისა და მასალების გასაკეთებლად / შესაკერად ძაფთან ერთად, ერთ-ერთი საჭირო მექანიზმია სამკერვალო სფეროში. საკერავი მანქანები განსხვავდება გამოყენების მიზნიდან გამომდინარე, მაგალითად, ზოგიერთი სახლის სამუშაოებისთვის ყიდულობს, ხოლო, სამკერვალო სფეროში საქმიანობის შემთხვევაში ძირითადად პროფესიონალური საკერავ მანქანას იძენენ. არსებობს

სრულად

მეტალო პლასმასის კარ ფანჯრის დამზადება / Metalo plasmasis kar fanjris damzadeba

მეტალო პლასმასის კარ ფანჯრის დამზადება თუ გადაწყვეტთ სახლში/ბინაში კარ ფანჯრების გამოცვლას და გსურთ მეტალო პლასმასის კარ ფანჯრის დაყენება, მაშინ თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რომელი მეტალო პლასტმასის კარ ფანჯრები იქნება ყველაზე სასარგებლო თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში, იგულისხმება სახლის/ბინის გეგმა, ფანჯრების განლაგება, ზომები, და ა.შ. მაგალითად, თუ ხმაურიან ქუჩაში ცხოვრობთ, აუცილებელი იქნება კარ ფანჯრები ხმის საიზოლაციო მახასიათებლების მიხედვით შეარჩიოთ, რადგან ისინი ხელს შეუწყობენ ხმაურის შემცირებას და თავს კომფორტულად იგრძნობთ საკუთარ სახლში/ბინაში მაშინაც კი, თუ გზატკეცილთან, რკინიგზასთან ან სამშენებლო მოედანთან ახლოს ცხოვრობთ. თუ

სრულად

კაფელის გაკვრა და მეტლახის დაგება / Kafelis gakvra da metlaxis dageba

კაფელის გაკვრა და მეტლახის დაგება კაფელის გაკვრა და მეტლახის დაგება ქმნის მშვენიერ, გამძლე იატაკს, რომლის გაწმენდა მარტივია. მეტლახის დაგება შეიძლება დიდ სამუშაო ძალისხმებას საჭირეობდეს, თუმცა გამოცდილი და პროფესიონალი ხელოსნის დახმარებით ეს ყოველივე გამარტივდება. თქვენ შეგიძლიათ შეიტყვეთ თუ რა პროცედურებს გადის ხელოსანი იმისათვის რომ კაფელი გააკრას ან/და მეტლახი დააგოს. არსებობის კაფელის გაკვრის და მეტლახის დაგების რამდენიმე მეთოდი. ქვემოთ იხილავთ მარტივი ინსტალაციის პროცესს აბაზანის იატაკისა და ფილის დაგების მაგალითზე. კაფელის

სრულად

მალიარი შეღებვა / maliari shegebva

პროფესიონალი და გამოცდილი მალიარი გთავაზობთ არა მხოლოდ შეღებვას, არამედ შპალერის გაკვრას, კაფელის გაკვრას, მეტლახის დაგებას, სრულ შიდა და გარე სარემონტო მომსახურებას, როგორც საკუთარი მასალებით ისე თქვენს მიერ მომარაგებული მასალებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით. თუ

სრულად

პიანინო-როიალის დაშლა აწყობა / pianino-roialis dashla awyoba

პიანინო-როიალის ფლობა დიდი პასუხისმგებლობაა. პიანინო ძვირია, იკავებს დიდ ადგილს და მოითხოვს საგულდაგულო მოვლას, რათა შეინარჩუნოს ინსტრუმენტის მიერ წარმოქმნილი ხმის ხარისხი და ვიზუალი. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ პიანინოს/როიალის შეძენის ღირებულების გარდა, თქვენ მოგიწევთ ბევრის გაღება, რომ ის სწორად შეინარჩუნოთ. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ პიანინო-როიალის აწყობის პროცესს, სწორად მოვლის მეთოდებსა და პატარა ხარვეზების გამოსწორების, შეკეთების გზებს. პიანინო-როიალის აწყობის პროცესი პიანინო-როიალის

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110-111
596 50 11 22