თბილისის სახელოსნო

კარების ხელოსანი (საკეტის მონტაჟი, შეცვლა) / karebis xelosani (Saketis montaji, shecvla)

კარის ინსტალაციის პროცედურა ძირითადად დამოკიდებულია კარის ტიპზე, მაგრამ ამ სტატიაში განხილული მითითებებისა და რეკომენდაციების უმეტესობა გამოიყენება კარის ტიპის უმეტესი ნაწილის შემთხვევაში. ზოგადად, კარის დაყენება შედარებით მარტივი პროცესია, თუ ყველა კარის ხელოსანს ყველა საჭირო ხელსაწყო მომარჯვებული აქვს და ინსტრუმენტები მისთვის ხელმისაწვდომია. კარის ინსტალაციის ეს პროცედურა, რომელსაც ქვემოთ მიმოვილიხავთ, გამოიყენება ხის, ბოჭკოვანი მინის, ანუ მინაპლასტიკის და ალუმინის კარის მოდელებზე. ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ რამდენიმე შესანიშნავ ტექნიკურ რჩევასა და მითითებებს, რომლებიც დაგეხმარებათ კარის მარტივად დაყენების პროცესში.

რა უნდა გაითვალისწინოთ კარის დაყენებისას

თავდაპირველად აუცილებლად უნდა შეარჩიოთ კარი. მისი შერჩევისას გარდა მისი ვიზუალური შესახედაობისა, ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ტეკნიკურ მხარეებსა და მახასიათებლებს, როგორიცაა მისი ზომა, სიგანე/სმაღლე, ოთახის ღიობის ზომაც უნდა გაითვალისწინოთ, ასევე რაიმე სახის უზუსტობა და დახრილობა. მას შემდეგ, რაც ზუსტი ზომები უკვე ხელთ გიკავიათ, შესაძლებელია კარის მონტაჟის დაწყება, რომლის დროსაც, აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ დაახლოებით 10-15 მმ-იანი ნაპრალი დატოვოთ კარის ჩარჩოსა და ღიობს შორის მთელს პერიმეტრზე, იატაკის გამოკლებით.

ერთ-ერთი მნიშვნელობანი დეტალი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ეს არის ტენიანობის ცვლილების პერიოდი, როდესაც ხშირად კარის გაჭედვას იწყებს და იატაკსაც აზიანებს ხახუნით. ამგვარი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია კარის ხელოსანმა კარის ჩარჩოსა და თავად კარს შორის გააკეთოს ნაპრალი, დაახლოებით 3–5 მმ ზომისა.

ასევე რეკომენდირებულია, რომ ახალი კარი უნდა იყოს დაახლოებით 2 ინჩით (5.08 სმ) ნაკლები სიგანის უნდა იყოს კარის ღიობზე, ხოლო 2 - ½ ინჩით (1.27 სმ) მოკლე ღიობის სიმაღლესთან მიმართებაში. ეს დამატებითი სივრცე საშუალებას მოგცემთ დააინსტალიროთ კარების ჩარჩო შეფერხების გარეშე. (თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამგვარი ზომები ყველა კარისა და მისი ღიობის ზომებზე არ თავსებდა, ამიტომაც ხელოსანი უკეთ გეტყვით, თუ რა სივრცე შეიძლება დატოვოთ კარის ჩარჩოსთვის).

როგორ უნდა დაამონტაჟოთ კარი

იმისათვის რომ კარის ხელოსანმა სწორად დაამონტაჟოს კარი, სამუშაოები შემდეგი თანმიმდევრობით უნდა დაიწყოს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ძველი კარის დემონტაჟი, მისი მოხსნა, რა თქმა უნდა, არსებობის შემთხვევაში. კარის ხელოსანმა თავდაპირველად უნდა ჩამოხსნას კარი, რისთვისაც დასჭირდება რამდენიმე სამუშაო ინსტრუმენტი, რათა მოხსნას მოძრაობის მექანიზმები. მას შემდეგ, რაც მოძრაობის მექანიზმებს მოხსნით, დაიწყეთ კარის ჩარჩოს დემოტნაჟი, ამისათვის კი დაგჭირდებათ ხელსაწყო ე.წ. ,,ლომი”. როგორც კი, კარის მთლიან კონსტრუქციას მოხსნით, ზედმიწევნით გაასუფთავეთ (საჭიროების შემთხვევაში დასრულებული უნდა გქონდეთ მოსაპირკეთებელი და სამალიარო სამუშაოები) კარის ღიობი ყველა შესაძლო სამშენებლო ნარჩენებისგან, რათა ახალი კარი სწორად დამონტაჟდეს.

შემდეგი ეტაპი გახლავთ კარის ჩარჩოს აწყობა, რომელიც აუცილებლად კარის ღიობის ზომებისა და ფორმის მიხედვით უნდა იქნას აწყობილი, რათა კარი სწორად ჩავსვათ მის ჩარჩოში და მოძრაობისას ხელი არ შეუძალოს ჩარჩოს არასწორად დამაგრებამ. გამომდინარე იქიდან, რომ თავად კარის ჩარჩო წარმოადგენს სტანდარტულ კარკასს, იგი უშუალოდ კარის მოდელსა და ზომებზე დაყრდნობით, შესაძლებელია სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს, ყველაზე უფრო ხშირად კი კარის ჩარჩოს მართკუთხედის ფორმა აქვს და მისი აწყობს შედარებით მარტივია. კარის ხელოსანი, რამდენიმე ეტაპს გადის მანამ სანამ კარის ჩარჩოს აწყობდეს. მაგალითად, უპირველესად იგი იწყებს კარის მოძრავი ნაწილის სწორ ზედაპირზე მოთავსებით, შემდეგომ კი უკვე იწყებს კარის დანარჩენი ნაწილების აწყობასა და მორგებას. აუცილებელია, შემოწმება ჯერ სწორ ზედაპირზე მოსინჯვით, შემდგომ კარის ღიობში განთავსებით და შემოწმებით, ბოლოს კი, როგორც კი სწორ ზომაზე დააყენებს ხელოსანი, მისი მონტაჟის დაწყებაც შესაძლებელი იქნება.

კარის ჩარჩოს დამონტაჟებისას დაგჭირდებათ თვითმჭრელი ინსტრუმენტი (გაითვალისწინეთ, რომ თვითმჭრელი 60 მმ-ზე ნაკლები სიგრძის არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსტრუმენტი ვერ დაგეხმრაბათ). კარის ხელოსანმა უნდა გაითვალისწოს ასევე შემდეგი ტენიკური რჩევები, როგორიცაა: მოძრავი კარისა და კარის ჩარჩოს შორის არსებული ნაპრალის ზომა, რომელიც, აუცილებელია თითოეული მხრიდან იყოს დაახლოებით 3 - 5 მმ-ის. გარდა ამისა, საჭიროა ხელოსანმა გაითვალისწინოს იატაკსა და კარის მოძრავ ნაწილს შორის დაშორების სივრცე და შეარჩიოს ყველაზე უფრო ზუსტი ზომა, რაც ძირითადად არის ხოლმე დაახლოებით 10 მმ დაშორების.

შემდეგი ეტაპი კარის დამონტაჟების პროცესში და შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელობანი მომენტიც კი, ეს არის კარის მოძრაობის მექანიზმების სწორად დამაგრება, დაყენება და ამუშავება. მანამ სანამ კარის მოძრაობის მექანიზმის დაყენების პროცესზე გადავალთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი, მიუხედავად ფასისა, საჭიროა შეარჩიოთ მაღალი ხარისხისა და გამძლეობის კარის მოძრაობის ელემენტი, ვინაიდან სწორედ მისი მეშვეობით ხდება კარის გაღება / დახურვა, ამიტომაც მოძრაობის ინსტრუმენტმა დიდხანს და კარგად უნდა იმუშავოს, ამისთვის კი სჯობს არ დაზოგოთ ხარჯი. კარის მოძრაობის მექანიზმის შერჩევისას, მიჰყევით შემდეგ რჩევებს, მაგალითად, დარწმუნდით, რომ მოძრაობის მექანიზმი ცოტათი პატარაა თავად მთავარი მოძრავი კარის სისქეზე; ასევე საჭიროა შეამოწმოთ თუ როგორ მუშაობენ, დარწმუნდით, რომ ელემენტები ყოველგვარი გაჭედვისა და შეფერხების გარეშე მოძრაობენ.

გარდა ამ ტექნიკური რჩევებისა, კარის ხელოსანმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რომ კარის მოძრაობის მექანიზმი კარის გაღების მიმართულებით უნდა შეირჩეს, ამიტომაც, შერჩეული ელემენტი გადაამოწმეთ ხელოსანთან, რომელიც კარის მოდელისა და ზომის მიხედვით სწორად მიგითითებთ მის გამოსადეგობაზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ კარის მოძრაობის მექანიზმის მოსინჯვა თქვენივე კარის მოდელზე; მაგალითად, გამოიყენეთ ფანქარი, ან/და ცარცი (რომელსაც შემდგომ წაშლით) და მონიშნეთ ელემენტის სავარაუდო მდებარეობა, კარის მოძრავ ნაწილსა და კარის ჩარჩოს შორის, რათა შემდგომში შეძლოთ საჭირო ზომის ნაწილის ამჭრა (შესაბამისი ხელსაწყოებით) და მის ადგილზე, კარის მოძრაობის მექანიზმის დამონტაჟება.

კარის მოძრაობის მექანიზმი, როგორც წესი ასრულებს ყველაზე მთავარ როლის კარის გაღებისა და დახურვის პროცესში, ამიტომაც საჭიროა კარგად დამაგრდეს იგი კარის ჩარჩოსა და თავად კარს შორის, სათანადოდ დაიჭიროს ორივე მხარე და არ შეაფერხოს გახურვისა თუ დახურვის პროცესიც. ასევე, ამ ელემნტზეა დამოკიდებული კარის შემდგომი მუშაობის ეფექტიანობაც, უნდა დარწმუნდეთ და რამდენჯერმე კარგად მოსინჯოთ კარის მოძრაობის მექანიზმი მყარად არის დამაგრებული და თავად არ მოძრაობს, ასეთ შემთხვევაში კარის დაზიანებამდე და მის ჩამოგდებამდეც კი შეიძლება მივიდეთ. მას შემდეგ, რაც კარის მოძრაობის მექანიზმებს მოარგებთ კარსა და კარის ჩარჩოზე, შემდეგ ეტაპზე საჭიროა მჭიდროდ დაამაგროთ იგი შურუპებით, რომელთა მინიმალური სიგრძე რეკომენდაციის გათვალისწინებით დაახლოებით 35 მმ-ია.

შემდეგი ეტაპი, კარის მონტაჟის პროცესში (რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც კარის ჩარჩოს ავაწყობთ ღიობის ზომებისა და ფართის მიხედვით) ეს არის კარის ჩარჩოს მონატაში თავად კარის ღიობში. ამისათვის, სწორად აწყობილი კარის ჩარჩო უნდა ჩასვათ ღიობში, თანაც ისე, რომ მოხდეს ჩარჩოს ვერტიკალური სისწორის შემოწმება თარაზოს მეშვეობით. როგორც კი ჩარჩოს სისწორეში დარწმუნებით, მაშინათვე შეასწორეთ ყველა ის ხარვეზი, რამაც შეიძლება თავი იჩინოს მონტაჟის ამ კონკრეტულ ეტაპზე. ფიქსაციისათვის (რისთვისაც საკმარისია 6 წერტილში მოხდეს დაფიქსირება) დაგჭირდებათ სამუშაო ინსტრუმენტები, როგორიცაა თვითმჭრელი დუბელი და ანკერის ბოლტები. ასევე, მოიმარჯვეთ დრელი, რომლის მეშვეობითაც ხელოსანი შეძლებს კარის ჩარჩოში ნახვრეტების გაკეთებას.

სხვა სერვისები

მაკულატურის ჩაბარება / makulaturis chabareba

მაკულატურის ჩაბარება მაკულატურა წარმოადგენს ვადაგასული ქაღალდის, მუყაოს ნაკეთობისა, პოლიგრაფიული და კიდევ სხვა საწარმოთა ქაღალდის ნარჩენებს. მაკულატურას, როგორც წესი იყენებენ მეორად საქონლად ქაღალდის ფაბრიკებში. მაკულატურის უტილიზაციას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა და სარგებელი აქვს სახალხო / სამეურნეო თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც მაკულატურას აბარებთ შესაბამის დაწესებულებებში, თქვენ ამით ეხმარებით და საშუალებას აძლევთ, დაიზოგოს მერქნის ნედლეული და ამავდროულად შეამციროთ მზა პროდუქციის თვითღირებულებაც კი. მაკულატურა

სრულად

მტვერსასრუტის შეკეთება / Mtversasrutis sheketeba

მტვერსასრუტის შეკეთება მტვერსასრუტი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, გავრცელებულ და საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკის ელექტრონულ ხელსაწყოდ. მტვერსასრუტები, როგორც წესი, დაახლოებით 8-დან 12 წლამდე ახერხებენ ეფექტურად მუშაობას, რაც ძირითადად დამოკიდებულია მათ მოდელზე, ტიპზე, ხარისხზე, გამოყენების სიხშირესა და ზოგადად მის შენარჩუნებაზე. მანამ სანამ, დეტალურ განხილვაზე გადავიდოდეთ, თუ რა პრობლემები და სირთულეები შეიძლება გამოავლინოს მტვერსასრუტმა და როგორ გავუმკლავდეთ და შევაკეთოთ ის, საჭიროა განვასხვაოთ მტვერსასრუტების რამდენიმე ტიპი, მათგან ყველაზე ფართოდ გამოყენებადი არის ჩვეულებრივი (ე.წ. ბალონის ტიპის) და ვერტიკალური ტიპის მტვერსასრუტები. ვერტიკალური მტვერსასრუტი. ვერტიკალური

სრულად

გიფსო კარდონის ჭერის გაკეთება / Gifso kardonis cheris gaketeba

გიფსო კარდონის ჭერის გაკეთება გიფსო კარდონის ჭერის გაკეთება თაბაშირ-მუყაოს, იგივე გიფსო კარდონის ჭერი გაკეთება მიანდეთ გამოცდილ ხელოსანს, რომელიც მოკლე დროში ხარისხიანად გააკეთებს ჭერს, ხარვეზების გარეშე. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცანოთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პროცესებს გადის ხელოსანი გიფსო კარდონის ჭერის გასაკეთებლად, როგორ ზომავს, საიდან იწყებს მუშაობს და რა ხელსაწყოებს იყენებს, რომელი მასალებია საჭირო ამ პროცედურისთვის და ა.შ. შესაძლებელია

სრულად

ავეჯის დამზადება (სამზარეულო, ტვ მაგიდა, კარადა) / avejis damzadeba (samzareulo, tv magida, karada)

ავეჯის დამზადების ზოგადი მიმოხილვა ავეჯის წარმოებაში გამოყენებული პროცესები მოიცავს ისეთი მასალების მოჭრას, მოხრას, ჩამოსხმას, ლამინირებას და შეკრებას, როგორიცაა ხე, ლითონი, მინა, პლასტმასი და რატანი. თუმცა, ავეჯის წარმოების პროცესი არ არის მხოლოდ ლითონის მოხრა, ხის მოჭრა და ფორმირება, ან პლასტმასის ექსტრუდირება და ჩამოსხმა. დიზაინი და მოდის ტენდენციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ავეჯის წარმოებაში. ინტეგრირებული დიზაინი, როგორც ესთეტიკური, ასევე ფუნქციური თვისებებისთვის, ასევე ავეჯის დამზადების პროცესის ძირითადი ნაწილია. დიზაინის მომსახურება შეიძლება შესრულდეს ავეჯის დაწესებულების სამუშაო ძალის მიერ ან შეძენილი იყოს ინდუსტრიული დიზაინერებისგან. ავეჯი

სრულად

უნიტაზის შეკეთება / Unitazis sheketeba

სახლის უნიტაზი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: თასის ერთეული, რომელიც ეყრდნობა იატაკს და ზედა ავზი, რომელიც ინახავს წყალს, რომელიც გამოდის ყოველ ჯერზე, როდესაც ტუალეტს რეცხავთ. თასი იმაზე ოდნავ მეტია, ვიდრე ფაიფურის სანიაღვრე მყარი მასალის, მოძრავი ნაწილების გარეშე. ავზი, მეორეს მხრივ, არის იქ, სადაც მდებარეობს უნიტაზის ორი მნიშვნელოვანი სარქველი, ასევე სახელური, რომელიც იწყებს ჩამრეცხ მოქმედებას. აქ ხდება ხოლმე ძირითადად უნიტაზის დაზიანება და სარემონტო სამუშაოების უმეტესობა. თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ, როდესაც გაიგებთ, რომ უნიზატიც დაზიანების პრობლემების უმეტესობა საკმაოდ ადვილად გამოსწორებულია. ახალი

სრულად

ანდროიდ ტელევიზიის დაყენება გასწორება / android televiziis dayeneba gasworeba

Amazon Fire TV– ს, Apple TV– სა და Chromecast– ის დროს, Android TV– მ მოახერხა საკუთარი თავისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი ნიშის სეგმენტის შექმნა. სმარტფონებზე Google– ის შეთავაზების მსგავსად, ეს Android OS ოპტიმიზირებულია განსაკუთრებით ტელევიზორებისთვის. ინტეგრირებული Google ასისტენტით და Chromecast– ით და Play Store– ზე უშუალო წვდომის შესაძლებლობა უხსნის კარს უამრავ ვარიანტს. Android TV გთავაზობთ Android Mobile OS– ის ყველა პოპულარულ მახასიათებელს ტელევიზორში. ერთი პოპულარული ფუნქცია, რომელიც ანდროიდ ტელევიზიას საუკეთესოს ხდის სხვა პოპულარულ სატელევიზიო ოპერაციულ სისტემებს შორის არის Sideload 3rd party APK ფაილების ვარიანტი. თუ არის აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთვა გსურთ, მაგრამ არ არის ხელმისაწვდომი Play Store– ში, მაშინ შეგიძლიათ დააინსტალიროთ APK ფაილი პირდაპირ ანდროიდ ტელევიზიაზე. თუმცა,

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110-111
596 50 11 22